წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778093888
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან, რომელიც სპარსეთის ყურეში ომს დაასრულებს, თუმცა ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა, სამომავლოდ გადადებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელსაც სააგენტო ISNA ციტირებს, აღნიშნა, რომ თეირანი პასუხს მალე გადასცემს პაკისტანის მეშვეობით.
სწორედ პაკისტანმა უმასპინძლა ომის ერთადერთ სამშვიდობო მოლაპარაკებას და მას შემდეგ მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონკრეტული დეტალების გარეშე აღნიშნა, რომ ომი შეიძლება დასრულდეს, თუ „ირანი დათანხმდება იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით“.