ასტროლოგებმა დაასახელეს სექტემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
1755632074
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო პროცესში თურქეთის წვლილის შესახებ ისაუბრა.
სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა და რუტემ „ხაზი გაუსვეს თურქეთის მნიშვნელოვან როლს უკრაინაში სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა უკრაინისთვის „რეალისტურ და მდგრად უსაფრთხოების გარანტიებზე“ ისაუბრეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მარკ რუტე და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.