ჩერნობილის ნაკრძალიდან იშვიათი სახეობის კვიცის ფოტო გავრცელდა
1749281580
გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.
„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი „ნამდვილად ბევრს აკეთებს“ უკრაინის მხარდასაჭერად და გერმანიამ უკრაინას „ძალიან ეფექტური იარაღის უზარმაზარი რაოდენობა“ გაუგზავნა.