1743141376
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტია.
კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაზიანდა შესასვლელი ერთ-ერთ მეტროსადგურში, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ქალაქზე 12 დარტყმა განხორციელდა, დაზიანდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
საჰაერო განგაში ქვეყნის კიდევ რამდენიმე რეგიონში ისმოდა.