„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1747602213
პაპი ლეო XIV-ის პონტიფიკატი, მისი მმართველობის პერიოდი რომის კათოლიკურ ეკლესიაში, ოფიციალურად დაიწყო.
იქამდე ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე 267-ე პონტიფიკოსის საინაუგურაციო წირვა გაიმართა, რა დროსაც პაპს მებადურის ბეჭედი და პალიუმი გადაეცა.
იქამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა. როგორც BBC წერს, წირვის დროს პაპმა სიტყვით მიმართა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს და ერთიანობისკენ მოუწოდა.
შეკრებილთა შორის იყვნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, პაპ ლეო XIV-მ პირველი წირვა 8 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ, რაც კონკლავმა ის პაპად აირჩია. პირველი წირვის დროს ახალი პაპი კათოლიკური ეკლესიის ერთიანობისა და ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
რა აქტივებს ფლობს რომის ახალი პაპი
The Economic Times წერს, რომ პაპ ლეო XIV-ის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ახალმა როლმა ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ მისი რწმენისა და მმართველობის, არამედ მისი ქონების მიმართაც. გამოცემა წერს, რომ რომის პაპი მისი წინამორბედის მსგავსად უბრალოდ ცხოვრების წესს მიჰყვება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პაპ ლეო XIV-ის ამჟამინდელი ქონება უცნობია, თუმცა, Merca20-ის ცნობით, კარდინალად მსახურობის დროს ის ყოველთვიურად 4000-დან 5000-ევრომდე ხელფასს იღებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციულად, ინფორმაციისთვის, ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი 133-მა კარდინალმა ახალ რომის პაპად 8 მაისს აირჩია. ის რომის 267-ე, ხოლო ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. რობერტ ფრანცის პრევოსტი 1955 წლის 14 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო თეოლოგიის დიპლომს ჩიკაგოს კათოლიკურ-თეოლოგიურ კავშირში დაეუფლა.
მოგვიანებით რომის წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, კანონიკური სამართლის შესასწავლად გაგზავნეს და 1982 წელს მღვდლად აკურთხეს. დეკადის განმავლობაში პერუს ქალაქ ტრუხილიოში მოღვაწეობდა და იქაურ სემინარიაში კანონიკურ სამართალს ასწავლიდა, შემდეგი კი, 2014-2023 წლებში, პერუს კიდევ ერთ ქალაქ ჩიკლაიოში ეპისკოპოსად მსახურობდა. 2015 წლიდან, ამერიკელობის პარალელურად, პერუს მოქალაქეობაც მიიღო.