„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
საქართველოს საკითხზე მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა" - ამ სათაურით გამართულ შეხვედრას, მოწმის სტატუსით, საქართველოდან მიწვეული მხოლოდ ორი პირი - ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ესწრებოდა.
მოსმენას კონგრესმენი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა იყო. ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამო, დამსწრეთა ნაწილმა თბილისის მისამართით კრიტიკული გზავნილები გაახმოვანა. გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.
"ქართულმა ოცნებამ" ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში და საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა", - აცხადებს აშშ-ს კონგრესმენი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) თანათავმჯდომარე ჯო უილსონი.
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757532353