ქალი ყალბი დიპლომით 20 წელია ფსიქიატრად მუშაობდა (უცხოეთი)

ქალი

ექიმი 20 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიატრიული საქმიანობისთვის ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. იგი დააპატიმრეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

ირანში დაბადებული ჟოლია ალემი და მისი ოჯახი 1990-იანი წლების დასაწყისში ახალ ზელანდიაში, ოკლენდში ემიგრაციაში გადავიდნენ. იქ მან ვერ მიიღო მედიცინის ბაკალავრის და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხები, რაც კვალიფიციურ ექიმად მუშაობისთვის იყო საჭირო, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ოცნების ასრულებაში.

90-იანი წლების შუა პერიოდში ის დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ისარგებლა სამართლებრივი ხარვეზით, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ექიმებს დამატებითი გამოცდების გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევდა. 

„ალემი პაციენტების კეთილდღეობაზე ნაკლებად ზრუნავდა. ის ყალბ ახალ ზელანდიურ სამედიცინო კვალიფიკაციას იყენებდა, რათა 20 წლის განმავლობაში NHS ფსიქიატრად დასაქმებულიყო“, - განაცხადა სამეფო პროკურატურის წარმომადგენელმა ადრიან ფოსტერმა .

იგი 2018 წელს გამოააშკარავეს, როდესაც ის დამნაშავედ ცნეს 84 წლის ქალის ანდერძის გაყალბებაში, რათა მისი სახლი მემკვიდრეობით მიეღო. ამან პროკურორები ყალბი დოკუმენტებისა და თაღლითობის ქარცეცხლში ჩააგდო. სულ მალე მისი ლიცენზიის საქმეც გაირკვა და ალემს სასჯელი კიდევ უფრო გაეზარდა.