„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
შვედი მოზარდი, ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს, რადგან ის „ტოქსიკურია“. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„საჭირო ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საკმარისი საზოგადოებრივი ზეწოლა გარედან. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით“, - ამბობს 19 წლის აქტივისტი.
ტუნბერგის თქმით, თავისი მიზანი არასდროს ყოფილა, გლობალური მოძრაობის სახე გამხდარიყო.
„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიოს მთელი იმედი თინეიჯერების მხრებზე, ეს არც ისე კარგია“, - ამბობს აქტივისტი.