ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
შეიარაღებული პირი, რომელმაც ლოს-ანჯელესის გარეუბანში ათი ადამიანი მოკლა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა, – ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ფურგონში იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 72 წლის იყო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შეგახსენებთ, მონტერეის პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, მათგან ათი დაიღუპა. დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.