“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პოლონეთის პრემიერის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება.
„წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.