"ორსული აპარატზეა შეერთებული, ექიმები ნაყოფის გადარჩენას ცდილობენ..." - 30 წლის ადრიანა სმიტს ტვინის სიკვდილი თებერვალში დაუდგინდა

აპარატი

აშშ-ში, ჯორჯიაში გარდაცვლილი ორსული ქალი აპარატზეა შეერთებული, რათა აბორტის აკრძალვის გამო ნაყოფი შეინარჩუნონ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, 30 წლის ადრიანა სმიტს თებერვალში ტვინის სიკვდილი დაუდგინდა თუმცა, ის ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, რომ შტატის კანონის მიხედვით, რადგან ნაყოფს გულისცემა აქვს, აბორტი დაუშვებელია. ექიმებმა ოჯახს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მისცეს

აქტივისტები ამას „იურიდიულ და ჰუმანიტარულ ჩიხს“ უწოდებენ

ბოლო მონაცემები ასეთია: დედა - უკვე მკვდარი, ნაყოფი - ჯერ კიდევ საშვილოსნოში. ექიმები ცდილობენ ორსულობის 32-ე კვირამდე მუცლადყოფნის გაგრძელებას.