ომი უკრაინაში - რუსეთი ქვეყანას ერთი რაკეტითა და 82 მართვადი ბომბით დაესხა თავს

ნლ

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთი ომში მყოფ ქვეყანას ერთი რაკეტითა და 82 მართვადი ბომბით დაესხა თავს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინული ენერგეტიკული ობიექტებიც, რომელზეც რუსეთმა შეტევა ერთ ღამეში 26-ჯერ განახორციელა.

თავდაცვასთან ერთად, უკრაინის სამხედრო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიშებს ახორციელებენ. სწორედ დრონებით შეტევის საფრთხის გამო, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდისა და სტავროპოლის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.