სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ჩვენი გუნდები მუშაობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა მომავალ კვირას ნიუ იორკში გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის ომი მომდევნო წელსაც გაგრძელდება, უკრაინას მოკავშირეებისგან დამატებით 60 მილიონი დოლარის დახმარება დასჭირდება.
ზელენსკიმ აღნიშნა,რომ საშუალოდ უკრაინა ერთ წელიწადში 120 მილიარდ დოლარს ხარჯავს და ქვეყანას ამ თანხის ნახევრის ბიუჯეტიდან გამოყოფა შეუძლია.
„ვიმედოვნებ, რომ ამ ომს დავასრულებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გეგმა A მის დასრულებას გულისხმობს. გეგმა B კი 120 მილიარდია. ამიტომ, ეს დიდი გამოწვევაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ზაფხულის შეტევითი კამპანიის დროს უზარმაზარი დანაკარგები განიცადა და აღარ აქვს ძალა, რომ ახალი მასშტაბური შეტევები განახორციელოს.
„მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, ძირითადად პერსონალის. დღეის მდგომარეობით – არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათ ეს მიმართულება მიატოვეს, თავიანთი აქტივები და პერსონალი სხვა მიმართულებით გადაანაწილეს. მჯერა, რომ მათ იქ კიდევ უფრო დიდი დანაკარგები განიცადეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.