1747980527
ომი ახლო აღმოსავლეთში - საერთაშორისო მედიის ცნობით, ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშს 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - საერთაშორისო მედიის ცნობით, ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშს 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით 50 ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.
ანკლავის ბლოკადის მოხსნას მოითხოვს გაერო, რათა ღაზას სექტორში საკმარისი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
ისრაელი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ლიბანის ტერიტორიაზეც. "როიტერის" ცნობით, მაისის თვეში თელ-ავივმა ლიბანზე სულ 14 საჰაერო იერიში განახორციელა.