ნორვეგიაში ათასობით ადამიანს შეცდომით აცნობეს, რომ ლატარიაში მილიონი მოიგეს

ლაატრია

ნორვეგიაში ათასობით ადამიანს შეცდომით აცნობეს, რომ ლატარიაში მილიონი მოიგეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ნორვეგიული გემბლინგის კომპანიის Norsk Tipping-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შეცდომის გამო, ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა.

შეცდომის მიზეზიცენტიდან ნორვეგიულ ეროვნულ ვალუტაში თანხის გადაკონვერტირება გახდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თანხა 100-ზე გაყოფის ნაცვლად, 100-ზე გაამრავლეს.