„გიო, დავრჩი ნახევარი...“ - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის და
1745918047
აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების პარალელურად, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში JNS-ის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში ირანს ურანის გამდიდრების უნარი აღარ უნდა ჰქონდეს.
"რეალური შეთანხმება, რომელიც იმუშავებს ისეთია, რომელიც გააქრობს ირანის უნარს, ბირთვული იარაღისთვის ურანი გაამდიდროს." - თქვა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წინა კვირას განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისეთი სახის შეთანხმების დადებას ცდილობს, რომელიც ირანს ურანის გამდიდრების საშუალებას არ მისცემს, თუმცა მისმა ირანელმა კოლეგამ აბას არაღჩიმ თქვა, რომ გამდიდრების საკითხი "მოლაპარაკებების საგანი" არ არის.
"ირანის ბირთვული პროგრამის ყოველგვარი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. ასეთ შეთანხმებას დავჯერდებით." - განმარტა ისრაელის პრემიერმა.
ნეთანიაჰუს თქმით, თუკი ორი მხარე უფრო მსუბუქ შეთანხმებას დადებენ, მაშინ ირანი მოიცდის და დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვას დაელოდება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების საკითხიც უნდა განიხილებოდეს.
"ცუდი შეთანხმება შეთანხმების არ დადებაზე უარესია." - თქვა ნეთანიაჰუმ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი კარგი შეთანხმება მსგავსი უნდა იყოს იმ შეთანხმების, რომელსაც 2003 წელს ლიბია დათანხმდა.
"ერთადერთი კარგი შეთანხმება, რომელიც იმუშავებს, ისეთია, როგორიც ლიბიასთან დაიდო, რომლითაც ყველა სახის ინფრასტრუქტურა იქნა აღებული". - თქვა მან.