1776620995
ნეთანიაჰუ: ჩვენ ირანში საქმე ჯერ არ დაგვისრულებია
ისრაელის მფრინავები ირანის ცას აკონტროლებენ, თუმცა ისრაელს ირანში სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, მსოფლიო აღიარებს ისრაელის გადაწყვეტილებას დაიცვას საკუთარი თავი და „დაიცვას კაცობრიობა ბარბაროსული ფანატიზმისგან“.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელსა და აშშ-ს „მთელი დასავლური ცივილიზაცია საკუთარი ზურგით მიაქვთ“.












