ვინ იყო ბერი ნიკოლოზი (ნარიმან მაქარაშვილი)

მეფე ნარიმანი

„მეფე ნარიმანი“, „ღმერთი ნიკოლოზი“ – ასე მოიხსენიებდა მისი მრევლი ნარიმან მაქარაშვილს, რომელიც ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა.

მამა ნიკოლოზი უკვე 19 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს მეფეს უწოდებდა. ბერმა  თმა და წვერი გაიპარსა და როგორც მისივე ჩანაწერებიდან ირკვევა, მიზეზად „ტვინთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა“, თუმცა უფრო კონკრეტულად თუ  რას გულისხმობს, ბევრისთვის დღემდე გაურკვეველია.  

სოციალურ ქსელში ფუნქციონირებდა გვერდი „წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლი“, რომელიც პერიოდულად ბერის ვიდეოებს აქვეყნებდა. ვიდეოების დიდი ნაწილი მდუმარე ბერის მრევლთან ურთიერთობას ასახავს, ზოგ ვიდეოში მამა ნიკოლოზი მრევლს აივნიდან ესალმება და მინიშნებებით ელაპარაკება, ბოლო პერიოდის ვიდეოებში კი ბერის საცხოვრებელ ბინასთან შეკრებილ მიმდევრებს ნარიმანი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, პროდუქტებით, სანთლებით და ფულით ასაჩუქრებდა. წერილებით კი მისი საჭიროებების შესახებ ატყობინებდა. 

მდუმარე ბერმა ნიკოლოზმა ტრადიციულად, მრევლს დასარბაზოში უმასპინძლა. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტი, სანთლები და ფული დაურიგა.