პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს - 1998 წელს დაბადებულ ი.კ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ი. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.