ნეპალში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა

ნეპალი

ნეპალში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქტივისტების ნაწილმა ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის საათის წესების შესრულებაზე უარი განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტი დაიკეტა და გაურკვეველი ვადით გადაიდო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ავიარეისები.

ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინთაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოციალური მედიის პლატფორმები სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა თანამდებობა დატოვა.

ამასთან, თანამდებობა დატოვა ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა. შარმა ოლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მისმა სამდივნომ დაადასტურა.