დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
ნეპალში ავიაკატასტროფას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ცენტრალურ ნეპალში, აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„იეთი ეარლაინსის“ თვითმფრინავი კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აეროპორტიდან კილომეტრ ნახევარში, დაფრენისას განიცადა.
ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილას ნეპალელი სამხედროები გაგზავნეს. ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, პუშპა კამალ დაჰალმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.