ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
ნეპალის ხელისუფლებამ სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა.
როგორც „როიტერი“ წერს, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ამასთან, ნეპალის ხელისუფლებამ დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათი დააწესა. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის ნეპალში ყველა სოციალური პლატფორმა ხელმისაწვდომია.
ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოციალური მედიის პლატფორმები ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო.