ნავთობი ისევ გაძვირდა

საწვავი

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასმა ისევ მოიმატა. ღირებულება, საშუალოდ 3%-ით გაძვირდა.

Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.

ბაზარზე ბოლო დროის ეს მერყეობა მოჰყვა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ირანულ ნავთობზე სანქციების დროებითი გამონაკლისის გაუქმებას, რაც ჰორმუზის სრუტეში სამ კომერციულ გემზე მომხდარ თავდასხმებს მოჰყვა.