1783959079
ჩინეთში, წყალდიდობის დროს, გველების ფერმიდან 900-მდე გველი გაიქცა - მათ შორის კობრები
ჩინეთის გუანსის ავტონომიურ რეგიონში, ტაიფუნ მაისაკით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შედეგად გველების ფერმა დაიტბორა, საიდანაც დაახლოებით 900 გველი გაიქცა, მათ შორის, მომაკვდინებლად შხამიანი კობრები.
შემთხვევა ქალაქ ჰენჯოუს მახლობლად მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ ქვეწარმავლებს. ადგილზე გველების დასაჭერად სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს.
ჩინური მედიის ცნობით, ფერმაში გველებს ტრადიციული მედიცინისთვის, შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების წარმოებისთვის ზრდიდნენ.












