უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა.

სააგენტოს ცნობით, მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.