„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, მეთიუ უიტაკერმა, ტელეკომპანია Fox Business-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არსებული პაუზა ვაშინგტონის მხრიდან საკუთარი თავდაცვითი საჭიროებების პრიორიტეტიზაციას უკავშირდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, თუ როგორ გამოიყურება პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თავად აშშ-ის საჭიროებებზე. პენტაგონი ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს ის სტრატეგიული თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა ძალის პროეცირებისთვის“, – განაცხადა უიტაკერმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამერიკულ არმიას აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის, საკმარისი რაოდენობა, რათა უზრუნველყოს „საკუთარი წარმატება ბრძოლის ველზე, სადაც არ უნდა იყოს ის“.