1755671335
ნატოს 2026 წლის სამიტი ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება

ნატოს 2026 წლის სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მიღებისთვის. თურქეთი 70- წელზე მეტია ნატოს ძლიერი მოკავშირეა, მას ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს. შემდეგ სამიტზე ლიდერები ნატოს გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
აღსანიშნავია, რომ ნატოს სამიტი თურქეთში უკვე მეორედ ჩატარდება. პირველად ის 2004 წელს სტამბოლში გაიმართა.