ნათანზის ბირთვულ ობიექტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

natanzi

 ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

„ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის ამ უეცარი გათიშვით, დიდი ალბათობით, ცენტრიფუგები სერიოზულად დაზიანდა, თუ მთლიანად არ განადგურდა“, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გათიშვა საფრთხეს უქმნის მყიფე, დაბალანსებულ მანქანებს, რომლებიც უაღრესად მაღალი სიჩქარით ბრუნავენ.