ნანა საჯაია - რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს, მოსკოვში, „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს

მარკო რუბიო

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი, ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

“აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმების ხელმოწერიდან მომდევნო დღეს, რუსული მედია იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანი, რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს”-წერს ნანა საჯაია. ცნობისთვის, 30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.