მსოფლიოში, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, 116 წლის ასაკში, გარდაიცვალა

მონაზონი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბრაზილიელი მონაზონი 1908 წლის 8 ივნისს დაიბადა. ბავშვობაში იმდენად გამხდარი იყო, ეგონათ, სრულწლოვანებამდე ვერ მიაღწევდა. რელიგიური საქმიანობა მოზარდობის ასაკში დაიწყო და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ კათოლიკური რწმენა მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო იყო.

კანაბაროს გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ინგლისელი ეთელ კატერამი გახდა. ის 115 წლისა და 252 დღის არის.