ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი "კილაუე" კვლავ ლავას აფრქვევს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლავის შადრევნის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის, ჰავაის ვულკანის ობსერვატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვულკანის შადრევნები სავარაუდოდ უფრო მაღლა აიწევს.
ცნობისთვის, ვულკანი "კილაუე" უკვე 6 თვეა განსაკუთრებით აქტიურია და პერიოდულად, ლავის დიდ ნაკადებს აფრქვევს.