„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9–11 მაისის პერიოდში და უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, ვადასტურებ, რომ რუსეთის მხარისთვის მისაღებია ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ეხება ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინის შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“, – განაცხადა უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტების ფარგლებში, რომელიც პარალელურად კავშირზე იყო კიევთანაც.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა. დონალს ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“.