მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია
1777928436
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა.
37 წლის მამაკაცს ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
გამოძიების მასალების მიხედვით, მან, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, კარდენახში მცხოვრებ 36 წლის არსენ მარტაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული.