15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა რუსეთი დატოვა. კრემლი სასულიერო პირისგან უკრაინაში დაწყებული ომის საჯარო მხარდაჭერას სთხოვდა.
ინფორმაციას ჟურნალისტი და რაბინის რძალი ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიტი ავრცელებს.
„როგორც იქნა შემიძლია გაგიზიაროთ, ჩემი დედამთილ-მამამთილი, მოსკოვის მთავარი რაბინი, პინხას გოლდშიდტი და მისი ცოლი, დარა გოლდშმიდტი ხელისუფლების მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის მხარდაჭერას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს“, – წერს ჩიჟიკ-გოლდშმიდტი.