სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
მიანმარში, ბუდისტურ ფესტივალზე პარაპლანით ბომბები ჩამოაგდეს, დაიღუპა, სულ მცირე, 24 პირი, დაშავებულია 47 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საგაიანის რეგიონში ფესტივალთან ერთად, იმართებოდა საპროტესტო აქციაც მიანმარის შეიარაღებული მთავრობის წინააღმდეგ, რა დროსაც შეიარაღებული ძალების მხარდამჭერებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს.
საგაიანის რეგიონს ძირითადად წინააღმდეგობრივი დაჯგუფებები,”სახალხო თავდაცვის ძალები” აკონტროლებენ და 2021 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსულ სამხედრო მმართველობას უპირისპირდებიან.