6 რამ, რაც თქვენს ოჯახს „გასცემს“, რომ ფინანსური პრობლემები გაქვთ
1751269340
NATO-ს გენერალური მდივან მარკ რუტეს განცხადებით, ესმის, რომ აშშ-მა უნდა იზრუნოს შეიარაღების საკუთარ მარაგებზე, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ გაძლებს სრული მხარდაჭერის გარეშე, რომლის მიღებაც მას შეუძლია საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მხრივ. ამის შესახებ რუტემ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
წამყვანმა NATO-ს გენერალურ მდივანს ჰკითხა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„მე სავსებით მესმის, რომ აშშ-მა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული. თუმცა, როდესაც საუბარია უკრაინაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ გაძლებს სრული მხარდაჭერის გარეშე, რომლის მიღებაც მას შეუძლია საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მხრივ. გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდათ ძალიან კარგი საუბარი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვაზე ფოკუსირებით. ასე რომ, დიახ, მე მესმის, რომ აშშ-მა უნდა იზრუნოს შეიარაღების საკუთარ მარაგებზე, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავუშვათ გარკვეული მოქნილობა ამ მხრივ“, – განაცხადა რუტემ.
მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და უკრაინის დახმარებას, თუმცა „ჩვენ ვერ გავძლებთ აშშ-ის პრაქტიკული მხარდაჭერის გარეშე“.
„ეს ასევე აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ არ წააგო ეს ომი… უსაფრთხო ევროპა ასევე ნიშნავს უსაფრთხოებას აშშ-სთვის. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მანამდე, გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.