მერცი: ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს იმ იმედს ვუკავშირებთ, რომ სი ძინპინი პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, რომელსაც ის ვერ მოიგებს

მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი რუს კოლეგას შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს იმ იმედს ვუკავშირებთ, რომ პრეზიდენტი სი პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს ომი უკრაინაში, რომელსაც ის ვერ მოიგებს“, – განაცხადა კანცლერმა ბერლინში შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ ელოდება რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებას.