„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
1755718983
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ნატოს არანაირ სამხედრო კონტინგენტს არ დაეთანხმება და მას უსაფრთხოების ასეთი გარანტიები არ სჭირდება.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ“, რომელიც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შეიქმნა, უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში დამხმარე ძალები „ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში“ უნდა განათავსოს.
„არანაირი ნატოს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს“, - აღნიშნა მედვედევმა.