ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალური ქსელიდან X წაშალა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ფიგურირებს. ეპშტეინს არასრულწლოვანებით სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს.
„დადგა დრო, ჩამოვაგდო ნამდვილი ბომბი: დონალდ ტრამპი ფიგურირებს ეპშტეინის ფაილებში. ეს არის ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოქვეყნდა ეს დოკუმენტები. წარმატებულ დღეს გისურვებ, ტრამპ!“ - ეწერა მილიარდერის პოსტში, რომელიც მან 5 ივნისს გამოაქვეყნა. ამჟამად აღნიშნული პოსტი წაშლილია.
მასკს პოსტის წაშლის შესახებ ამ დროისთვის საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერმა გააკრიტიკა რესპუბლიკელების „დიდებული და მშვენიერი კანონპროექტი“ საგადასახადო შეღავათების შესახებ. ტრამპი კი თავის ყოფილ მრჩეველს მის კომპანიებთან სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.