მარტა კოსი - კანონის უზენაესობა და ევროკავშირის ღირებულებები არ არის მხოლოდ გაწევრიანების კრიტერიუმები, ეს არის ის, რაც უკრაინელებს სურთ

მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას კოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მარტა კოსის განცხადებით, ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„განვიხილე ტარას კაჩკასთან ერთად, რომ კანონის უზენაესობა და ევროკავშირის ღირებულებები არ არის მხოლოდ გაწევრიანების კრიტერიუმები. ეს არის ის, რაც უკრაინელებს სურთ. ავაშენოთ ნდობა ერთად. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას საერთო ღირებულებების საფუძველზე“, – წერს კოსი.