მარკ რუტე: ალიანსი მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის გზებს

მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის გზებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სანაოსნო გზა „კვლავ უნდა გაიხსნას“.

რუტემ ხაზი გაუსვა სრუტის მნიშვნელობას, რომელიც ირანის ომის ფონზე მეტწილად ბლოკირებული რჩება, და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზეა „ბევრ“ მოკავშირესთან.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ჩემთვის ცნობილია, რომ მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ და განიხილავენ, როგორ გაკეთდეს ეს, რა არის ამის საუკეთესო გზა“, - განაცხადა რუტემ. „ისინი კოლექტიურად მუშაობენ წინსვლის გზების მოსაძებნად“.