დარწმუნებული იყავით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გეგმა არსებობს, პროგრესიც გვაქვს - ქეროლაინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში დაეხმარონ.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მეტ ჩართულობას სთხოვს, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გეგმა აქვს.

„შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს დიდი შესაძლებლობები აქვთ, რაც ნახეთ ბოლო თვრამეტი დღის განმავლობაში. მათ ჯერ კიდევ აქვთ ხრიკები. მედიასთან ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, გეგმა არსებობს. მასზე მუშაობა მიმდინარეობს. გარკვეული პროგრესიც გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი კვლავ მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ თავიანთი წვლილი“, – განაცხადა ლევიტმა.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტზეც. ქეროლაინ ლევიტის განმარტებით, პეკინი თანახმაა ტრამპის ვიზიტი გადადოს და ახალ თარიღზე  მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მანამდე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანში ომის გამო ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა.