VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ბეირუთის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს ბეირუთის ცენტრალურ უბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რომელიც მთავრობის შტაბ-ბინასთან და რამდენიმე საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.
ცნობისთვის, ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 110-ზე მეტი ბავშვი.