კუბის პრეზიდენტი: ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება

კუბა

ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.

„აშშ კუბას ყოველდღიურად ემუქრება, რომ ძალის გამოყენებით კონსტიტუციურ წესრიგს დაამხობს. ამის წინაპირობად კი დასუსტებულ ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებს, რომელსაც თავს ესხმის და ბოლო ექვსი ათწლეულია იზოლაციაში აქცევს“, - წერს მიგელ დიას-კანელი X-ზე.

მისი თქმით, აშშ კუბაზე კონტროლის დამყარების მიზნით გეგმის გამოცხადებას გეგმავს.

„ისინი ჩვენი ეკონომიკის ბოლომდე დასუსტებას ცდილობენ, რათა დანებება გვაიძულონ. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მათი სასტიკი ეკონომიკური ომი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კოლექტიურ სასჯელად იყენებენ“, - აცხადებს კუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბასთან დაკავშირებით მალე იმოქმედებს.