ლეო XIV-მ პაპ ფრანცისკეს საფლავი მოინახულა

ლეო XIV-მ

 ახალმა პაპმა თავისი წინამორბედის საფლავი მოინახულა. ლეო XIV-მ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მივიდა და პაპ ფრანცისკეს საფლავთან ილოცა.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. 8 მაისს კი კონკლავმა 267-ე პაპად 69 წლის რობერტ ფრანცის პრევო აირჩია, რომელმაც ლეო XIV-ის სახელი აიღო.