ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში განხორციელდა

დრონი

ცოტა ხნის წინ რუსეთის ლენინგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა.

განგაშის გამო დროებით შეაჩერა მუშაობა აეროპორტმა. გაუქმებული ან გადადებულია ათობით ავიარეისი.