ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ამერიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი, შეერთებული შტატების ჩართვას უცხოურ ომებში ეწინააღმდეგება.
წარმომადგენელთა პალატის წევრის შეფასებით, ამერიკელ ხალხს პროპაგანდით ტვინი გამოურეცხეს, რომ უცხო ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებით შეერთებულ შტატებს ემუქრება საფრთხე.
მარჯორი ტეილორ გრინის თქმით, ამერიკამ ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს პირველ ადგილზე და არა სხვისი ომები.
„ათწლეულებია ვუყურებ პროპაგანდას, პროპაგანდისტული არხების საინფორმაციო გამოშვებებს. ჩვენს მხარეს ჩვენი პროპაგანდისტული არხები გვაქვს, „მემარცხენეებს“ კი - თავისი. მათ ამერიკელ ხალხს ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელია ამერიკა უცხოურ ომებში ჩაერთოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ნეთანიაჰუს განცხადება, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სიკვდილს, ჩემთვის მუქარას უფრო ჰგავს და არ ვეთანხმები. ახლო აღმოსავლეთის ომი ამერიკას ოცი წლით უკან დახევს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ომს და მასში ჩარევას“, - თქვა ტეილორ გრინმა.