გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
კიევზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლახან ვესაუბრე ჩემს კოლეგებს კიევში ევროკავშირის დელეგაციიდან მას შემდეგ, რაც ჩვენი შენობა დაზიანდა რუსეთის დარტყმის შედეგად. თქვენი სიმტკიცე, გააგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ძალას გვმატებს. არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა იყოს სამიზნე. საპასუხოდ, ჩვენ ბრიუსელში რუსეთის ელჩს ვიძახებთ“, – დაწერა კაია კალასმა.
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს.