1751832207
კაცს, რომელმაც ავსტრალიაში სინაგოგის დაწვა სცადა, ბრალი წაუყენეს

ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ კაცს ბრალდება წაუყენეს.
თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის კაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი გააჩინა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა სწრაფად შეძლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.