„კაცი ჯერ გააშიშვლა და შემდეგ იატაკზე გადაათრია...“ - დააკავეს ქალი, რომელიც დემენციით დაავადებულზე ძალადობდა (უცხოეთი)

დააკავეს ქალი

საზარელი შემთხვევის ამსახველი კადრები გავრცელდა. დიდ ბრიტანეთში დააკავეს ქალი, რომელიც ძალადობდა მოხუც კაცზე, რომელსაც დემენცია ჰქონდა.

42 წლის მომვლელის ეს საზარელი კადრები ოთახში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ქალი მოხუცთან 6 დღე მუშაობდა.

კადრებში ჩანს, რომ ქალმა მამაკაცი ჯერ გააშიშვლა, თან ემუქრებოდა და საწოლიდან იატაკზე გადაათრია.

ჩანაწერში ისმის კაცის  ხმა "შენ მტკენ“.

მამაკაცი მეორე დღეს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ძალადობაში ბრალდებულ ქალს, მას ექვსკვირიანი პატიმრობა მიესაჯა.

დაზარალებულის შვილი მსუბუქ განაჩენს აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს შეურაცხოფაა.